გიორგი ვაშაძე ალექსი პეტრიაშვილის დაკავებაზე - ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ „ქართული ოცნება“ ღიად ეუბნება უარს ევროკავშირში ჩვენ გაწევრიანებას

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება აქციაზე - „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე დაკავების თაობაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება აქციაზე - „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ „ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ევროკავშირში ჩვენ გაწევრიანებას.

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი. უსამართლო დაკავებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ და თქვენთვისვე სჯობს, მოუსმინოთ ასობით ათასი ქართველის ხმას!“ - აღნიშნა ვაშაძემ, რომლის რომლის განცხადებასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება