საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის - პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აგრარულ მეცნიერებას, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.

პროფესორი იოსებ სარჯველაძე 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნათან ერთად ჩამოყალიბდა; ხუთ ათეულ წელზე მეტი იკვლევდა სხვადასხვა კულტურებს, მუშაობდა ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების წარმოებასა და დაავადებათა გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებზე; იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვებწარმოების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. ბატონ იოსებს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის - ბატონი იოსებ სარჯველაძის ოჯახს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო