რატი ბრეგაძე - სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე  - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა ფაქტებით გაუმყარებელია, რასაც მოწმობს თუნდაც სააკაშვილის გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე

სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე - რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი. ამას მოწმობს თუნდაც სააკაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი საკმაოდ ტენდენციურია.

„მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მიწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. აქვე, ამ წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი გათავისუფლდეს ჰუმანიტარული მიზნით, გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, 18 აპრილს, ჯერ კიდევ სააკაშვილი ითხოვს თავად სარჩელის ამორიცხავს, ასევე წერილში აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს ნათლად მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი საკმაოდ ტენდენციურია, ასევე მოწმობს იმ ფაქტსაც რომ ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც ჩანს, მათ შორის მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია იმ დეზინფორმაციამ, რომელსაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ მსჯავრდადებულის დედა და მისი კიდევ ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატთან ერთად, რომლებიც მისი აქტიური მხარდამჭერები არიან. ეს მათი გადასაწყვეტია ვისი მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი. ამას მოწმობს თუნდაც სააკაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე.

გამიჭირდება რაიმე მოლოდინზე საუბარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა ერთი რამ ფაქტია, სიმართლე საქართველოს, ქართველი ხალხის მხარეს არის, ეს დადასტურდა თავად სააკაშვილის მოთხოვნით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება