პიტერ სტანო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება

ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს , - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

პიტერ სტანომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, კონკრეტულად იგეგმება თუ არა რაიმე ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვიოს.

„ის, რაც ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ზედამხედველობას უწევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ანუ წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებებულებების ერთგულებასა და ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილს და არა დაშორების. რასაც ამ კანონის მიღება აჩვენებს. უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს მის მიერ დასახული მიზნიდან დაშორებას ნიშნავს, რასაც ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ისაუბრა. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ინტერაქციაში ვართ პარტნიორებთან, მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ ავუხსნათ თუ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები. ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს დასახულ მიზანზე, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს.

იცით, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. ეს ყველაფერი ანგარიშში აისახება და როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის ან პირიქით უკუსვლაა, ეს მოქმედებს საერთო მიდგომასა და სახელმწიფოს პროგრესზე, რომ მიაღწიოს მთავრობისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო