ვასო ურუშაძე - ე.წ. ბიზნესმენები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს უპირისპირდებიან მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დასავლეთს და მათ სათანადოდ უნდა აგონ პასუხი

ეს ე.წ. ბიზნესმენები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს უპირისპირდებიან მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დასავლეთს და მათ სათანადოდ უნდა აგონ პასუხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ისტორიის ბნელ მხარეს ჩაიწერებიან.

„ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვეხსნება უდიდესი პერსპექტივა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, აღორძინდეს ეკონომიკა, განვითარდეს ბიზნესი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დამარცხდეს სიღარიბე, დამარცხდეს ის უმუშევრობა და გაზრდილი ფასები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს აწუხებთ, ეს ე.წ. ბიზნესმენები, რომელთა სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ჯანსაღ ბიზნესთან, ესენი არიან ხელისუფლებასთან, ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან შეზრდილი წარმონაქმნები, არიან ისტორიის არასწორ მხარეს. ამ ადამიანებს უნდა იცნობდნენ საქართველოს მოქალაქეები, უნდა იცნობდნენ ჩვენი მომავალი თაობები და ეს ადამიანები უნდა შევიდნენ ისტორიაში, რომ გადამწყვეტ მომენტში ისინი დაუპირისპირდნენ საქართველოს მომავალს, ისინი დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დასავლეთს და მათ სათანადოდ უნდა აგონ პასუხი. პასუხი უნდა აგონ აწმყოში და პასუხი აგონ მომავალში ისტორიულად. ეს ადამიანები, მათი ქონებები, მათი საქმიანობები მათ შორის ოფშორულ ნაწილში, არაკეთილსინდისიერი საქმის ნაწილში ყველაფერი გახდება საჯარო და საქართველოს მოქალაქეები ამ ყველაფრის შესახებ იქნებიან ინფორმირებულები, ისტორია დაიწერება და ეს ადამიანები ჩაიწერებიან ისტორიის ბნელ მხარეს“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს