შარლ მიშელი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ახალი იმპულსი გაჩნდა: ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება - ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა იქნება

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება. ეს გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა იქნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ ის აუცილებელი რეფორმები განახორციელონ, რომლებიც ახალი გაფართოებისთვის არის აუცილებელი.

შარლ მიშელმა ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა მსგავსი გამოწვევების წინაშე 20 წლის წინაც იმყოფებოდა.

„ოცი წლის შემდეგ ჩვენ მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან გეოპოლიტიკური ქაოსია, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო და ამ ქაოსის პირისპირ კიდევ ერთხელ გაერთიანების გეოპოლიტიკური სტრატეგია დგას“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 1-ელ მაისს ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება