ალუდა ღუდუშაური - რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ღირსეულად, მტკიცედ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპულ ოჯახში გაწევრიანება - ხაბეიშვილები, ვაშაძეები, სააკაშვილები, ესენი არიან ქვეყნის სირცხვილი და წარსულები

დღეს არის ერთობის და ერთად მტკიცედ დგომის დრო, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ღირსეულად, მტკიცედ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებულით ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა "ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, დღევანდელი აქცია არის სიყვარულის და ერთობის აქცია.

“დღევანდელი შეკრება ეს არის ეროვნული ერთობა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ყველა თანამოქალაქესთან ერთად გავიაზროთ ერთი რამ, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების გვერდით დგომის დრო. დღეს არის ერთობის და ერთად მტკიცედ დგომის დრო, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ღირსეულად, მტკიცედ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებულით ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ჩვენ ვართ თანასწორთა შორის თანასწორნი ჩვენი წარსულით, ჩვენი აწმყოთი. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპული გზა. ასევე, მკაფიოდ, ჩვენი მთავარი ბურჯი არის მამული, ენა, სარწმუნოება. ეს ვერ და არ გადაიხედება. აი ამიტომ შევიკრიბეთ დღეს.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღევანდელი აქცია არის სიყვარულის და ერთობის აქცია. ხაბეიშვილები, ვაშაძეები, სააკაშვილები ესენი არიან ქვეყნის სირცხვილი და წარსულები. მათ არაფერი საერთო აქვთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება