რუსებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„მტერმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სამწუხაროდ, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი და ერთი ძაღლი დაიღუპა. რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს“, - წერს ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი „ოდესის იურიდიული აკადემიის“ სტუდენტურ სასახლეში გაჩნდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება