შარლ მიშელი - მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხი, რეგიონული უსაფრთხოება და ერთიანი, სტაბილური და წარმატებული ევროპის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა განვიხილეთ. მშვიდობისკენ ჩვენს გზას ევროკავშირი წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ X-ზე.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მოლდოვა ევროპული ოჯახისკენ ისტორიულ გზაზე დგას.

„მე პრეზიდენტ მაია სანდუს ჩვენი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურე და მივესალმები იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომლებსაც მოლდოვა ახორციელებს. ასევე, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ჰიბრიდულ მოქმედებებთან და დეზინფორმაციულ კამპანიებთან ბრძოლაში, რომელთა მიზანი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევაა. მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია“, - წერს შარლ მიშელი X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება