ნიკა გვარამია - აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ

უკიდურესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

"საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ. აუცილებლად ასე უნდა ვქნათ", - წერს გვარამია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026