“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

სამოქალაქო აქტივისტების აქცია რამიშვილის ქუჩაზე დასრულდა.

ისინი თავდაპირველად “ვაკის პარკში” შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

ისინი სკანდირებდნენ “არა რუსულ კანონს”, “სად მივდივართ?ევროპაში!”, “სად არ გვინდა? - რუსეთში!” ; “გაიწვიეთ რუსული კანონი”.

აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია აქციები გაგრძელდეს, ვინაიდან "ქართულ ოცნებას" დისკომფორტი შეექმნას.

სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, 30 აპრილს, პლენარული სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან პარლამენტთან იმისთვის, რომ “პლენარულმა სხდომამ უხმაუროდ არ ჩაიაროს”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება