შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი აქციის მიზანი იყო, გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს, ჩაგვეხედა თვალებში და გვეთქვა: არავინ დაუთმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მათ, ვინც გარედან უნდათ მართონ ქვეყანა

დღევანდელი აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს, ჩაგვეხედა ერთმანეთისთვის თვალებში და გვეთქვა, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე მეტი ფასეულობა არ არსებობს - დამოუკიდებელ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს და არავინ არ დაუთმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მათ, ვინც გარედან უნდათ მართონ ეს ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აქვთ სურვილი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეუზღუდონ და ნაცვლად იმისა, ქართველი ხალხი იღებდეს გადაწყვეტილებას, ვინ სურს, მართავდეს ქვეყანას და როგორ, ამ გადაწყვეტილებებს მცირე ჯგუფები უცხოეთიდან კარნახით იღებდნენ.

„ეს არის ჩვენი სისხლით, ჩვენი ტკივილით, შრომით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს უნდათ, შეგვიზღუდონ, ფრთები შეაჭრან ამ ქვეყანას და ნაცვლად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი ქვეყანა უნდა, როგორ უნდა იმართებოდეს, ვინ უნდა მართავდეს მას, ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მცირე ჯგუფები ქვეყნის გარედან კარნახით. დღეს ამ საზოგადოებამ უთხრა ზუსტად ის სათქმელი, რომელსაც ქართველი ერი ყოველ ჯერზე აი ასეთი მომენტები როდესაც დგება ხოლმე, გამოდის და ამბობს ერთ სათქმელს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს და არავინ არ დაუთმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მათ, ვინც გარედან უნდათ მართონ ეს ქვეყანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას მოკლევადიანი მიზნები აქვს და სურვილი, რომ ტაშს საზღვარგარეთიდან უკრავდნენ.

„ეს არის სწორედ რაც გამოარჩევს „ქართული ოცნების“ გუნდს - გრძელვადიანი ხედვა, წინ გახედვა და არა ის, რაც ახასიათებს ხანდახან ოპოზიციას, რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურებიან. ეძებენ მხოლოდ მოკლევადიან შედეგებს, ეძებენ მხოლოდ, რომ ტაშს უკრავდნენ გარედან, უფენდნენ წითელ ხალიჩებს და ამის გამო მზად იყვნენ 2022 წელს, რომ ქვეყანა ომში გადაეგდოთ. აქ იმართებოდა სწორედ მათი აქციები, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში საბრძოლველად გაეგზავნა საქართველოს მოქალაქეები. უნდათ, რომ ტაში დაეკრათ უცხოელებს მათთვის, წითელი ხალიჩები დაეფინათ და მიეღოთ წამიერი შედეგები, „ქართული ოცნება“ ზუსტად წინ რომ იხედება, ამის მახასიათებელია და მაჩვენებელია ეს“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხვალ პარლამენტი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მეორე მოსმენით მიიღებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არის განმარტებული ყველაფერი და მათ შორის, ამ აქციამაც აჩვენა, რომ შეუძლებელია კიდევ ერთხელ შევიდნენ იმ მდინარეში, სადაც შარშან შევიდა რადიკალური ოპოზიცია და ისევე მოატყუებენ საზოგადოებას, როგორც შარშან შეძლეს, ამიტომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ამიტომ იდგა აქ. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დავიწყებთ განხილვას კანონპროექტისას და პარლამენტის შესაბამისი პროცედურის შემდეგ, მეორე მოსმენით მიიღებს ამ კანონს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო