ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის პრინცთან ღაზაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის პრინცთან ღაზაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ერ-რიადში შეხვდა და მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის შემცირების გადაუდებელ აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ასევე, ენტონი ბლინკენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობასა და ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ მიღწევაზე, რომელიც მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს და ხელს შეუშლის კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერ-რიადში დღეს ჩავიდა და მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრამდე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაიზალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან მოლაპარაკებები გამართა. საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიას ეწვევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება