გაერო-ს დამკვირვებლები - ხარკოვში ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს

რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა, ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები იყო, - ამის შესახებ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უშიშროების საბჭოს კომიტეტს წარუდგინეს.

გაერო-ს დამკვირვებლების 32-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, „რაკეტიდან ამოღებული ნამსხვრევები, რომელიც დაეცა ხარკოვში, უკრაინაში, 2024 წლის 2 იანვარს, ეკუთვნის ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის რაკეტას“ და ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ იარაღის ექსპორტის ემბარგოს არღვევს.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღის გადაცემაში დაადანაშაულეს, თუმცა მოსკოვმაც და ფხენიანმაც ბრალდებები უარყვეს. თებერვალში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აშშ-მა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტების უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ცხრაჯერ გაშვებაში დაადანაშაულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება