ჯო ბაიდენი - აშშ, ეგვიპტე და კატარი ისრაელ-ჰამასის შეთანხმების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად იმუშავებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და კატარის ემირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანთან სატელეფონო საუბარი გამართა და დაადასტურა, რომ სამი ქვეყანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების სრულად შესრულების უზრუნველყოფაზე იმუშავებს, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ასეთ შეთანხმებას მიაღწევენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს განუცხადა, რომ მძევლების საკითხი ახლა ერთადერთი დაბრკოლებაა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებისთვის.

„ლიდერებმა განიხილეს მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგება, რომელთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდის მცდელობები“,- აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს