ალტე უნივერსიტეტი პროექტის - „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ ფარგლებში მასწავლებლებისთვის ტრენინგ სესიებს იწყებს

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაციის (Teachers Lab), საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის, თიბისისა და Techdro-სთან პარტნიორობით გამოცხადებულ ტრენინგ კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“, განაცხადების მიღება დასრულდა.

პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი, საქართველოს მასშტაბით, 681-მა პედაგოგმა გამოთქვა. ტრენინგთან მიმართებით მაღალი ინტერესის გამო, ალტე უნივერსიტეტის გუნდის გადაწყვეტილებით, ნაცვლად 30 მონაწილისა, 64 მონაწილე გადამზადდება. აღნიშნული რაოდენობა ორ სხვადასხვა ჯგუფად გაიყოფა და თითოეულ ჯგუფს მენტორობას ამ მიმართულებით გამოცდილი პედაგოგები გაუწევენ;

პროექტის განმავლობაში ჯამში 13 ლექცია ჩატარდება და სალექციო დრო 26 საათს მოიცავს.

შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა;
  • ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება;
  • მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT app Inventor;
  • ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება;
  • ინფრომაციული უსაფრთხოება განათლებაში.

ლექციები გაიმართება ონლაინ, ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ კი დასკვნითი კონფერენცია ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება.

პროექტის მიზანია, პედაგოგებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

ტრენინგების დასაწყისი: 14 მაისი

პროექტს ახორციელებს ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა. პროექტის პარტნიორები არიან: თიბისი, Techdro, Teachers Lab და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.

ალტე უნივერსიტეტის შესახებ

ალტე უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 20 წელზე მეტია ოპერირებს და 32 ქვეყნის 2 300-ზე მეტ სტუდენტს 4 სკოლაში აერთიანებს: საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა, ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა და სამართლისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს 14 აკადემიურ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე - სამაგისტრო საფეხურებზე. უნივერსიტეტის მისიაა, შექმნას განსხვავებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი მიიღებს სრულფასოვან ცოდნასა და ყველა საჭირო უნარს იმისთვის, რომ შექმნან დამატებითი გრძელვადიანი ღირებულება როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება