„საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-მარტში, 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 492 ნებართვა გაიცა - ნებართვების 74.3% თბილისზე, ქვემო ქართლზე, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებზე მოდის

„საქსტატის“ ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.0 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის თანახმადვე, ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2 პროცენტით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს