კობა კობალაძე - ჩვენ ერთად ვქმნიდით ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! - ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც

მინდა, თითოეულ ვეტერანს, მოქმედ სამხედროს, ოფიცერს, ყველა ფორმიან ადამიანს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე! პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამებრძოლებს ვულოცავ, რამეთუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი ძალებით ძლიერი სახელმწიფო უნდა ვაშენოთ.

„დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა! მინდა, თითოეულ ვეტერანს, მოქმედ სამხედროს, ოფიცერს, ყველა ფორმიან ადამიანს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე! პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამებრძოლებს ვულოცავ, რამეთუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც, რადგან ჩვენ, ყველას, განურჩევლად ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური, თუ რელიგიური მრწამსისა, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი მიწა, რომელსაც ათასობით ჩვენმა თანამებრძოლმა შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე! მათ გმირობის უამრავი ფურცელი შემატეს ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ისტორიას! ბევრი კი, ომის შემდგომი ტკივილით შეუერთდა მარადისობას! ქედს ვიხრი თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე! დღეს, შეიარაღებული ძალები 33 წლის გახდა! კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო, დებო, ძმებო, თანამებრძოლებო, შვილებო, თანამოქალაქენო! ჩვენ, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ერთიანობისთვის, მშვიდობისთვის; სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენი გენი და ჩვენი სამშობლოს წარსული, წინაპართა მიერ გადახდილი ბრძოლები; ვალდებულნი ვართ, ვუერთგულოთ ფიცს, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე დავდეთ! დღეს, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, რამეთუ სხვა გზა და სხვა ხსნა, „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გაგვაჩნია!“ ერთიანი ძალებით უნდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ისევ და ისევ საქართველოს სადიდებლად! ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება