აშშ-მა რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები დროებით დაუშვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან, როგორებიცაა „ცენტრალური ბანკი“, VTB, „სბერბანკი“ და „ალფა-ბანკი“, ენერგეტიკის სფეროში ტრანზაქციები დროებით დაუშვა.

მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში ანგარიშსწორებისთვის ოპერაციები 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შესაძლო გახანგრძლივების პირობით, დაამტკიცეს.

უწყება განმარტავს, რომ ენერგეტიკის სფეროში ოპერაციებად ჩაითვლება ტრანზაქციები, რომლებიც ნავთობის, თხევადი გაზის, ხის მასალის, ნახშირის და ურანის მოპოვებას, წარმოებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შეძენას ეხება. ლიცენზიის მიხედვით, ასევე დასაშვებია რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასთან ან გაცვლასთან ნებისმიერი საშუალებით.

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები არაერთხელ დააწესა. სანქციები შემოიღეს ფინანსური ინსტიტუტების მიმართაც, რომლებიც ოპერაციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება