ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ნატო-ში მხოლოდ გამარჯვების შემდეგ მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ რუსეთის წინააღმდეგ ომს არ მოიგებს.

„ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, არ მგონია, რომ ომის დროს ნატო-ში მიგვიღონ. ნატო-ს ზოგიერთი წევრისთვის ეს რისკია, ზოგი კი უბრალოდ სკეპტიკურად უყურებს ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, როცა საქმე როდესაც საქმე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე მივა, „არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“.

„ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ იყო შესაბამისი სკეპტიციზმი ზოგიერთი წევრის მხრიდან და რუსეთი ძალიან ბევრს მუშაობდა ჩვენს ამჟამინდელ პარტნიორებთან, მათ ჰქონდათ დიალოგი. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ უკრაინა არ მიეღოთ არა მხოლოდ ნატო-ში, არამედ ევროკავშირშიც, რათა უკრაინა უბრალოდ არ განვითარებულიყო და არ გათავისუფლებულიყო რუსეთის ფედერაციის გავლენისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება