საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის SIGIS -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს. ასევე, სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და ონლაინ აღრიცხვას უზრუნველყოფს.

„საქართველოს რკინიგზაში გადაზიდვების აღრიცხვის ელექტრონული საბუთების წარმოება 2017 წლიდან დაინერგა, რომელიც გულისხმობს შიდა გადაზიდვების აღრიცხვას, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების წარმოებას, როგორც შიდა, ასევე (ნაწილობრივ) საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის, შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებზე მიმდინარე დიგიტალიზაციის პროექტების, სარკინიგზო კომპანიების ერთიანი ელექტრონული დოკუმენტების წარმოებისა და ონლაინ რეჟიმში მონაცემების გაცვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს