ბექა ლილუაშვილი - არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თავისუფლების ბრძოლით მოპოვებულ ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად, საქართველოს აქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა, რაც არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის სწრაფვა.

„ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადება და გმირული ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. წმინდაა მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლის თითოეული წვეთი. არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის შანსი ასე რეალური, როგორც დღეს არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება