ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, რუსია, რადგან ამას რუსები აკეთებენ

პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომელშიც ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, პრობლემები, როგორებიცაა: სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ოპოზიციაშიც არსებობს.

„ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია ან არ არის დამახასიათებელი. მაგალითად - ბელადობა და ერთპიროვნული მმართველობა არ არის ევროპულობა, ეს რუსობაა იმიტომ, რომ ევროპაში ბევრი ადამიანის მმართველობა უფრო გავრცელებულია. შეთქმულების თეორიით მართვაც არ არის ევროპულობა, მაგრამ რუსეთში ამის მეტს არაფერს აკეთებენ. ურაპატრიოტიზმიც არ არის ევროპულობა, მაგრამ წესრიგი, რომელიც მართლა გიყვარს და გინდა დაიცვა, ეს ევროპულობაა. თავისუფალი ვაჭრობა - ევროპაა. ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის - ეს სინამდვილეში რუსობაა. განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა კი რუსობა.

პრობლემა იმაშია, რომ ბელადსაც იპოვით ევროპაში, ცენზურასაც, შეთქმულების თეორიასაც და ურაპატრიოტიზმსაც, რადგან, თითქმის, ყველა ბოროტი იდეა ევროპიდანაა წამოსული, თუმცა ევროპა ისეა აწყობილი, რომ თვითონ შეძლო ამ ბოროტი იდეების გადახარშვა, დაძლევა და წინ წასვლა. ამიტომ, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, ეს რუსობაა, რომელსაც რუსები აკეთებენ.

სინამდვილეში ეს არის ცივილიზაციის ცენტრი, რომელიც მოგვწონს და რომელშიც ბევრი სიკეთეა - სასამართლო, კერძო საკუთრება, ადამიანის ღირსების დაცვა. ამიტომ, შინაარსობრივად, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომ მათ გამოსვლაში ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები. ვინ გვიშლის ხელს სასამართლო რეფორმისთვის? ის ევროპულობა გადმოვიღოთ და ცუდ იდეებზე უარი ვთქვათ, რომელიც გავრცელებულია რუსეთში, ჩინეთსა და ტირან სახელმწიფოებში. ოპოზიციაშიც პრობლემა გვაქვს. ნუთუ სიტყვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა ოპოზიციაში არ არის - არის! როგორც ბევრი სხვა პრობლემა. თუ გვინდა პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება შევაჩეროთ, ოპოზიცია პროდასავლურები მოქმედებებითაც უნდა გავხდეთ და არა მარტო სიტყვების დონეზე”, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა