დავით ხაჯიშვილი - არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასდროს ყოფილა - ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!

რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩვენი მტრები არიან. გუშინდელი აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა - ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა! - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ივანიშვილისგან არაერთი დაპირება ახსოვს.

„იმის მაგივრად, რომ ქართველ იანუკოვიჩს ხალხის პრობლემებზე ესაუბრა , იმ დაპირებებზე, რომლებიც 12 წლის წინ გასცა და რამდენიმეჯერ გადააგდო ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის ის სახლი, ვინც გუშინ ძალის ძალით ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ისინი, ვინც გულწრფელად შეუერთდა გუშინდელ აქციას - ყველა ეს ადამიანი ქართველმა იანუკოვიჩმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადააგდო. ჩვენ მისი არაერთი დაპირება გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდებოდა და ა.შ. სად არის ის დაპირებები ან დაპირებების შესრულება?” - განაცხადა ხაჯიშვილმა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნიდან გაქცევა უწევს, იმის გამო, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. დეპუტატის თქმით, 2023 წელს, საქართველოს 164 000 მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან , იმის გამო, რომ თავი ირჩინოს და ოჯახი არჩინოს.

„ეს ქართველი იანუკოვიჩი გამოდის და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ომს უცხადებს. იმას, რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩვენი სხვა მეგობრები, ჩვენი მტრები არიან. ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბროს ჩვენმა საზოგადოებამ?!

მე მინდა ვკითხო ჩემ ზოგიერთ კოლეგას ივანიშვილის პარტიიდან, რომელიც ადრე წინა ხელისუფლებაში იყო, დეჟა-ვუ ხომ არ გაქვთ ჩემო მეგობრებო? ზუსტად იგივე პროცესები მიდის ახლა, ზუსტად იგივე სიმპტომებია, რაც მაშინ იყო, როდესაც ხალხმა იგრძნო, რომ ცვლილებები დაიწყო. აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და გუშინდელი ეს აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ აუცილებლად შემოდგომაზე შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა - ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!

დღეს თქვენ ისევ ნახავთ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული, ახალგაზრდები ხომ საერთოდ ფანტასტიკურები არიან და დღეს კიდევ ერთხელ ნახავთ მათ და კიდევ ერთხელ იტყვიან - არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას! და კი ევროპას!“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა