ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ ლიზა რაიტს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.

ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!