გიორგი სიორიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ძლივს აირჩია ქალთა კვოტაში გამოვაჭრებული, 2 წლის მანძილზე ვადაგასული ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც ვერ მიანიჭა

„ქართულმა ოცნებამ“ ძლივს აირჩია ქალთა კვოტაში გამოვაჭრებული, 2 წლის მანძილზე ვადაგასული ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც ვერ მიანიჭა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილი, „რომლის გამოც მმართველმა პარტიამ დაარღვია კონსტიტუცია, რამდენჯერმე შეცვალა საარჩევნო კოდექსი და პარლამენტის რეგლამენტი, დაძლია პრეზიდენტის ორი ვეტო, ჩააგდო ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი, დახია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები“, მაინც ვერ აირჩია საჭირო კვორუმით-90 ხმით.

„სიმბოლურია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და 3 წევრის არჩევა „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო დიდი სირცხვილით, „რუსული კანონის“ განხილვით სცადა ამ აგრეთვე სასირცხვილო ფაქტის გადაფარვა. მთელი ეს პროცესი იყო დეკორაცია და ფარსი, აკი თავადაც არ მალავდნენ, რომ კანდიდატების შესარჩევი კონკურსიც და არჩევაც მხოლოდ ფასადურად მოხდა - კონკრეტულ პირებზე მოხდა წინასწარი გარიგება, საფასური კი ქალთა კვოტირების გაუქმება იყო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ქალთა კვოტირების რეგლამენტაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც 12-პუნქტიანი გეგმიდან 3 რომ ჩაგვითვალეს შესრულებულად, ერთ-ერთი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე ორი ნაბიჯი გადადგა უკან. შესაბამისად, „გირჩისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერა, ვერ გახდის ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს „მრავალპარტიულად არჩეულებს“.

ეს ყოველივე კი ერთ მიზანს ემსახურება: შეშინებული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ყველას-საგარეო პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს და პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას - ყველაფერს ცდილობს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების მისათვისებლად. თუმცა ყველა მცდელობა ამაო იქნება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ქართველი ამომრჩეველი მიიღებს“, - აცხადებს სიორიძე.

პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება