აქციის მონაწილეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ მსვლელობით მიემართებიან

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა.

მათი თქმით, იმ 83 დეპუტატს, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, მათ დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა.

აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც მათ არ აქვთ შესაძლებლობა პარლამენტის შენობის იმ გასასვლელთან მივიდნენ, საიდანაც დეპუტატები უნდა გამოვიდნენ, თუმცა სტუდენტებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შეძლეს პარლამენტის შესასვლელთან მისულიყვნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: მონებო, მონებო.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს