პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქუჩაზე მას შემდეგ განათავსეს, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს.

ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს მოქალაქეებისგან ქუჩა გაათავისუფლოს, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლას.

თავად აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო!", "მონებო!", “გაგვატარეთ!”.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა. მათი თქმით, იმ 83 დეპუტატს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, კერძოდ კი, დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება