პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დეპუტატი ანი წითლიძეც დაშავდა

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ე.წ. წიწაკის სპრეით დაშავდა.

წითლიძის თქმით, მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ და ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

„ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და "წიწაკის სპრეი". მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ.

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები. გგონია, ამით ვინმე შეაშინე? შენ ხარ შეშინებული, იმიტომ, რომ ასე გჭირდება ჩვენი და ამ ახალგაზრდების დაზიანება, რომ შენ პარლამენტიდან გახვიდე. ამ ბავშვებს ეს იმიტომ დაუშინეს, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტიდან გასულიყვნენ“, - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება