გიორგი ქადაგიძე - ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც გააუქმებს ერთპარტიულ, ოლიგარქიულ მმართველობებს მომავალში

ენა, მამული, სარწმუნოებისთვის ჩვენ ვდგავართ დღეს აქ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

ქადაგიძის თქმით, ეს ბრძოლა არის მართალი და სიმართლეს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს.

„ვინ ებრძოდა ქართულ ენას ისტორიულად ბოლო 200 წლის განმავლობაში? ვინ გვიუქმებდა ენას? ვინ კრძალავს ქართული ენის სწავლებას დღეს გალსა და აფხაზეთში? როცა ვსაუბრობთ მამულზე, ვის აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია დღეს? ვინ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი? - დასავლეთი. სარწმუნოებაზე როცა ვსაუბრობთ, ვინ გადაგვიღება ეკლესიები, ვინ ებრძვის ქართულ სარწმუნოებას? ამიტომ, ენა მამული, სარწმუნოებისთვის ჩვენ ვდგავართ დღეს აქ, როგორც იდგნენ ყოველთვის და ვიდგებით ბოლომდე. ეს ბრძოლა არის მართალი და სიმართლეს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს. ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს ამ ბრძოლას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაუმარცხებელია. ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან. ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც სამშვიდობოს, დოვლათს მოგვიტანს და რომელიც გააუქმებს ერთხელ და საბოლოდ ერთპარტიულ, ოლიგარქიულ მმართველობებს და ნებისმიერ ერთპარტიულ მმართველობას მომავალში. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება