„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო.

“დღეს, 2023 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს დემონსტრანტების მიმართ იყენებს ძალას, დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები”,- აღნიშნილია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება