ალეკო ელისაშვილი ლევან ხაბეიშვილის ცემაზე - პარლამენტის წევრს ასე ძაღლურად არ უნდა მოექცე - დღეს ჩვენი პოლიცია ჩვენს თვალწინ ხდება „ძაღლობა“

შემზარავია! ფოტო ვნახე, არ ვიცოდი, იმიტომ, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში ვარ ჩართული -პარლამენტის წევრს არ უნდა მოექცე, ასე ძაღლურად არ უნდა მოექცე , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასე არ შეიძლება პოლიცია მოექცეს ვინმეს, განსაკუთრებით პარლამენტის წევრს.

„მეც მიმათრევდნენ, მაგრამ ეგ რა მოსატანია. ლევანის ფოტო რომ ვნახე, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელი პარტიის თავმჯდომარეა - ასე პარლამენტის წევრს არ უნდა მოექცე, ასე ძაღლურად არ უნდა მოექცე! დღეს ჩვენი პოლიცია ჩვენს თვალწინ ხდება ძაღლობა, რაც ძალიან გულს მტკენს, იმიტომ, რომ მე ვარ პოლიციის პატივისმცემელი და ნებისმიერი ფორმიანის. მაგრამ ასე არ შეიძლება მოექცე არავის და მით უმეტეს პარლამენტის წევრს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება