„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხაბეიშვილს ოპერაცია ცხვირზე ჩაუტარდა. ის კლინიკაში რჩება.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ის აქციაზე სცემეს. მისივე თქმით, ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხა, რომ კლინიკის მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა მისი სტაციონარში დარჩენის თაობაზე.

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!