ნორვეგია უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 6 მილიარდი კრონი, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება.

ამ ცვლილებებით, 2024 წელს უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური ოდენობა 22 მილიარდ კრონს მიაღწევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს