ალექსანდრე დარახველიძე - სახალხო დამცველის და საია-ს განცხადებას გავეცანით - სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს - აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო

სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გუშინდელი აქციის შესახებ სახალხო დამცველისა და საია-ს მიერ გავრცელებული განცხადებები შეაფასა.

დარახველიძის განმარტებით, შსს, როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, ვალდებულია, რომ შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა და კონკრეტულ პირებზე თავდასხმის საფრთხე აღკვეთოს და მოახდინოს რეაგირება. შესაბამისად, სწორედ ეს გააკეთა სამინისტრომ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საზოგადოებას მიაწვდის კადრებს, სადაც ჩანს „ძალადობრივი ხასიათი მიიღო აქციამ“.

„სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანით. ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა მსგავსი განცხადება. სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს. გასული დღის აქციის დასასრულს, დაახლოებით, 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც სრულდებოდა საპარლამენტო მუშაობა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა [აქციის] მონაწილეებს შენობის გამოსასვლელების ბლოკირებისკენ და პირდაპირ განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ იქ მყოფი ადამიანების გამოსვლას და მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდებოდა. ეს პირდაპირ ავალდებულებს შსს-ს, როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომ შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა და კონკრეტულ პირებზე თავდასხმის საფრთხე აღკვეთოს და მოახდინოს რეაგირება. სწორედ ეს გააკეთა სამინისტრო. გარდა ამისა, ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორი ძალადობრივი ხასიათი მიიღო აქციამ და ამის მასალას ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საზოგადოებას მიაწვდის. ყველა დარწმუნდება, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს პოლიციაზე. და როცა ვსაუბრობთ, რომ 6 პოლიციელია დაშავებული, ეს ადამიანები სწორედ ამ აქციაზე დაშავდნენ, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის პროცესში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს