პარლამენტის ეზოში „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი ჩაკვეტაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ეზოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძესა და „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, მაშინ, როდესაც ჩაკვეტაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან ანა ნაცვლიშვილი მივიდა, დაშავებული ლევან ხაბეიშვილის სურათი აჩვენა და რიტორიკული კითხვა დაუსვა, „არის თუ არა ასე ნაცემი ადამიანი პოლიციის მხრიდან შესაბამისი ღონისძიება“.

ჩაკვეტაძემ ნაცვლიშვილის ქცევას სამარცხვინო უწოდა, რაზეც ოპოზიციონერმა მას უთხრა, რომ თავად „ქართული ოცნების“ ქმედებებია „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“. საპასუხოდ, მმართველი პარტიის დეპუტატმა მას უთხრა, რომ სიტყვები შეარჩიოს.

„ეს შესაბამისი ღონისძიებაა? ასე ნაცემი ადამიანი შესაბამისი ღონისძიებაა? ამას ჰქვია მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა? დაუშვით ის, რომ რუსებს აბარებთ ამ ქვეყანას. ასე ხართ გამოცხადებული სამსახურში, ადამიანები დაარბიეს, სცემეს, 63 ადამიანი დაკავებულია. ქვეყანას აბარებთ რუსეთს. გაიტანეთ ეს კანონი! სამარცხვინო და მოღალატეობრივი არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. თუ გაქვთ გამბედაობა, აბრძანდით და თქვენს გუნდს უთხარით, რომ ეს გასაბჭოების კანონი უკან გაიტანოთ. დაისჯები სახელმწიფოს ღალატისთვის. რასაც ერთხელ უკვე მოაწერე ხელი. ჰო, იარე სტაფილოს წვენებით“,- მიმართა ნაცვლიშვილმა ჩაკვეტაძეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ კი მას მოუწოდა, რომ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას შეუერთდნენ.

„ახლა როგორც იქცევით, სამარცხვინოა, ისევე როგორც თქვენი პოლიტიკური ჯგუფი. პოლიციელებს რასაც უკეთებდნენ, მოგწონდათ ეგ? სამარცხვინოდ იქცევით. სიტყვები რომ შეარჩიოთ, უკეთესი იქნება. მოგიწოდებთ, მუხლობრივ განხილვაზე შემოგვიერთდეთ და კონსტრუქციულ რეჟიმში განვაგრძოთ საუბარი. დამშვიდდი, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება“,- მიმართა ჩაკვეტაძემ ანა ნაცვლიშვილს, რის შემდეგაც პარლამენტის ეზო დატოვა.

ანა ნაცვლიშვილმა კი მედიასთან განაცხადა, რომ იმის ფონზე, რომ აქციაზე ქალები და ახალგაზრდები დაარბიეს, ჩაკვეტაძე სამსახურში „სტაფილოს წვენითა და ფერადი ფეხსაცმლით გამოცხადდა“.

„ასეა გამოცხადებული სამსახურში, სტაფილოს წვენით, როდესაც, ამ ქვეყნის ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები სასტიკად იყვნენ დარბეულები და სასტიკი ზომები იყო გამოყენებული. ხაბეიშვილის სურათი ვაჩვენე და ეს არის ადეკვატური ქცევა? სტაფილოს წვენით და ფერადი ფეხსაცმელებითაა გამოცხადებული სამსახურში, ესაა მათი სტანდარტი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის