„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში“ - ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციური პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან

„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში" - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

ორგანიზატორების თქმით, "თბილისის ძალა უკვე ნახა ბიძინა ივანიშვილმა, დროა რეგიონებიც შეუერთდნენ".

მათივე განცხადებით, კრემლისგან შთაგონებული კანონის მიღებას ქართველი ხალხი არ შეეგუება.

ევროპის მოედანზე შეკრებილები, წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდებზე რუსეთის დავალებით ფიზიკურად იძალადა და უკანონოდ დააკავა.

“უამრავი ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც მონობას არ შეეგუება. არ შეეგუება რუსეთში შეთრევის მცდელობას.

ადამიანები, კი რომლებიც არ ეგუებიან მონობას, უნდა დადგნენ თბილისში, რუსთაველზე", - აცხადებს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კირთაძე.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ თბილისისკენ აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც მიემართებიან.

მისივე თქმით, დღეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ბათუმსა და ქობულეთში საპროტესტო აქციით გააპროტესტებენ. აქცია 19:00 საათზე ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს