ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინგმინგ იანგს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი და აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი ასელ ჯუსუპბეკოვა.

„ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც აისახა ეკონომიკურ ზრდაში.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის წლიური შეხვედრის კონტექსტში განიხილეს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს