რატი იონათამიშვილი ოპოზიციას - ნუ ახალისებთ ძალადობას, ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს, ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ - ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები!

თქვენ ნუ ახალისებთ ძალადობას! ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს! ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ! ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღეს ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ძალადობას წლების განმავლობაში ახალისებდნენ.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ გადაცდომაზე და პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

უმრავლესობის დეპუტატს სიტყვით გამოსვლა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მოუწია.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი დაზიანებული ადამიანის ხილვა, ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ დღეს ძალადობას აპროტესტებენ და ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას. ეს არის სიმართლე. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეების განმავლობაში სამართალდამცველების მიმართ ის უშვერი სიტყვები, შეურაცხყოფა რაც ხდებოდა, ქვეყნის და ბოთლების სროლა, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, რომლის პასუხისმგებლობასაც ორგანიზატორები ვერ და არ უნდა გაექცნენ. ჩემი ინფორმაციით 11 ადამიანი დაშავდა გუშინ. აქედან არის 6 სამართალდამცველი. ნებისმიერ გადაცდომაზეც იქნება რეაგირება და ნებისმიერ პროვოკაციაზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. თქვენ ნუ ახალისებთ ძალაობას! ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს! ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ! არ გაპატიებთ ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყნის ბედზე თამაშს და ნუ ეთამაშებით! ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები! როგორც კიტოვანები ვერ შედგებით, მაგრამ არშემდგარი კოლექტიური კიტოვანები ნუ გახდებით. ჩემი რჩევაა ეს, ისტორიაში კიტოვანის სახელით ნუ შეხვალთ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება