ეკა ხერხეულიძე „ოცნებას“ - კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა! - არ მახსენდება კანონი, რომელსაც ასეთი რეაქცია მოჰყოლია საქართველოში!

კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა! - კანონის შემდეგ რას აპირებთ, არასრულწლოვან ბავშვებს ანადგურებთ კანონპროექტის გამო,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს.

ხერხეულიძის თქმით, არ არსებობს კანონი, რომელსაც ასეთი რეაქცია მოჰყოლია საქართველოში.

„ჩემი კითხვა ეხება პირველ, მეორე და მესამე მუხლსაც, მთლიანად კანონს. კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა და არ არსებობს კანონი, რომელსაც ასეთი რეაქცია მოჰყოლია საქართველოში! არ მახსენდება! კანონის შემდეგ რას აპირებთ, არასრულწლოვან ბავშვებს ანადგურებთ კანონპროექტის გამო! - აღნიშნა ხერხეულიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „არ შეიძლება. თქვენ არა, მაგრამ თქვენი თანამოაზრეები რომ აწყობთ პიკეტირებას ეგ არის პრობლემა“.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება