აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან, საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა.

„შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და მეწარმეების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს