სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 22 პირი, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა.

„30 აპრილის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის მონაწილეებს - ამ დროისთვის თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს 22 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და ასევე, კლინიკაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. რწმუნებულები ამ დროისთვისაც განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებში.

ამ დრომდე ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლება დარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს