კახა კალაძე - მოწოდებები ისმოდა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მომხდარიყო - ვინ აკეთებს ამას? ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ

მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ - ეს არის სამწუხარო რეალობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინდელ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, აქვთ უფლება და საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი.

„ღირსებით შესვლა [ევროკავშირში] არის კანონების დაცვა და ის, რომ დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, შეიძლება არასწორი იყოს, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ღირებულება. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში.

კატეგორიულად მიუღებელია პოლიციის კორდონებში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც იკადრა კანცელარიასთან რამდენიმე დღის წინ, როდესაც აქცია იყო. მოწოდებები, რომ მას გაჰყოლოდნენ და იგივე ვიხილეთ გუშინ [ლევან] ხაბეიშვილის ჩართულობით. მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ ხოლმე პოლიციას პირისპირ. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, ყველას აქვს უფლება და საშუალება რომ გამოხატოს თავისი აზრი“, - აღნიშნა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა,რომ ისინი მიესალმებიან მშვიდობიან აქციას, თუმცა რაც გუშინ იხილეს, ყველაფერს აცდენილი იყო. მისი თქმით, ეს არ იყო ევროპულობა, არამედ ეს იყო რადიკალიზმი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია