კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა

მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა - მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

კალაძის თქმით, მცდელობაა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული.

„შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და არ მოგვწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მოდის არჩევნები, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა. მაგრამ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. ისიც იცით თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და პატრონებმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა“,- განაცხადა კალაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება