კახა კალაძე - არასრულწლოვანება არ ამართლებს ძალადობას - არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს - გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის

არასრულწლოვანება არ ამართლებს ამას [ძალადობას] - არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს. გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის, რა პრობლემაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს და როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, რეაგირება იქნება.

„ღირსებით და ევროპული ღირებულებებით [შევალთ ევროკავშირში]. ევროპულ ღირებულებებთან არაა კავშირში ის, რაც მოვისმინეთ და რაც ვნახეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ეს იყო მოწოდებები საკანონმდებლო ორგანოს ბლოკადაზე, მოწოდებები და შეურაცხყოფები პოლიციელების მიმართ. ქვებისა და ბოთლების სროლა - ეს არ არის სწორი ფორმა, მეგობრებო. დამიჯერეთ, მერწმუნეთ, რომ ამ ქმედებებით ვერაფერს მიაღწევთ. სპეცრაზმი ძალას გამოიყენებს, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. როდესაც მშვიდობიანი მომიტინგე გქვია და ამ დროს მომიტინგეებს მოუწოდებ, რომ ალყაში მოაქციონ და ბლოკირება გაუკეთონ პარლამენტს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ პოლიციას, არაა ეს სწორი დამოკიდებულება. აბსოლუტურად ყველა კადრი მაქვს ნანახი. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონს გავცდებით, მაშინვე მოხდება რეაგირება. არავის არ აქვს უფლება - ზრდასრულს, არასრულწლოვანს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს - შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ესროლოს ქვა, შეაგინოს, ესროლოს“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ყველაფრის შემდეგ, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, კალაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს“.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ევროპისკენაა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. არავის სჭირდება გაფარჩაკებული, გაჩანაგებული ქვეყნები, ევროკავშირს სჭირდება მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივად შემდგარი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. გარწმუნებთ, ასეთი იქნება საქართველო და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც ევროკავშირში შეიყვანს ამ ქვეყანას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის