რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ.

ბაპტისტური ეკლესიების კავშირთან ერთად გამართული წინასააღდგომო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი - 208 ფუთი ტანსაცმელი, ტკბილეულის სასაჩუქრე ყუთები და ბიბლია გადასცეს.

ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს 40 არასრულწლოვანი ვაჟი იხდის.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ია იმერლიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს,

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება