ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 155-მა ოჯახმა მიიღო, მათ შორის შინმოვლის სერვისში ჩართულმა 21-მა ბენეფიციარმა.

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, ყოველ წელს „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ტრადიცია წელსაც გრძელდება. დღეს მოწყვლადი კატეგორიის 155-მა ოჯახმა მიიღო სასურსათო ნობათი, მათ შორის იყვნენ შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებიც. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და კეთილდღეობა ვუსურვო”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება