პრემიერი - აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენისას, ვეტოს გადალახვისას, თუმცა თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისა და რადიკალიზმისგან

აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში წევრობა“.

„კონკრეტული ძალებისთვის, პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი. ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევთ მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები, რომ მათ სურთ ქვეყანა ამყოფონ რადიკალიზმის და პოლარიზაციის რეჟიმში. გახსოვთ, რა ხდებოდა 2020 – 2023 წლებში. 3 წელი ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში. ეს კონკრეტულ ძალებს აწყობთ და არ აწყობს სახელმწიფოს და საზოგადოებას. იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყანა დავამშვიდოთ აუცილებელია ამ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირის წევრი გავხდეთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ხელისუფლება გასულ წელს მზად იყო, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაეგზავნა, თუმცა "აგენტურამ და მათმა მეგობრებმა" თქვეს: "არ გაბედოთ".

„გასულ წელს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით ასეთი რამ: ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული. ამის მიუხედავად გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, არ გაბედოთ! ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს უნდათ ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის