დავით ბერძენიშვილი - ივანიშვილს სურს საქართველოში ლუკაშენკობა - საქართველოს ბელარუსიზაცია შეუძლებელია

თითოეული დღე, საათი, წუთი ბიძინა ივანიშვილს აკარგვინებს შერჩენილ მხარდამჭერებს, რადგან მის მხარდამჭერებში ყველა „ბნელი” არ არის,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან.

ბერძენიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და დემონსტრანტები დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ ხელისუფლებას.

“გუშინ, სამართალდამცავების მხრიდან იყო ძალის გადამეტება. მათ დეპუტატების გასვლის შემდეგ დაიწყეს შეტევა დემონსტრანტებზე. ბიძინა ივანიშვილის აკვიატებებია, მან ბრძანა, რომ ენერგიას ახლა დავახარჯვინებ, რადგან ოქტომბერში არაფერი დარჩებაო. ეს არის სრული სისულელე.

მთავარი და არსებითი არის - ევროპა თუ რუსეთი. ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ - არა ევროპასო, არა დასავლეთსო. ბიძინას ამერიკისაც ეშინია და რუსეთისაც, მაგრამ ამერიკელები არ კლავენ, პუტინი კლავს “პოლონიუმით”, ამიტომ, როგორც ჩანს, პუტინის უფრო ეშინია. მხოლოდ შიში არ არის განსაზღვრული. ივანიშვილს სურს საქართველოში ლუკაშენკობა. საქართველოს ბოლარუსიზაცია შეუძლებელია, ამიტომ ივანიშვილი გადაიხდის პოლიტიკურ და სამართლებრივ ფასს.

ივანიშვილი ვარაუდობს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომ რამდენ ხმას მიიღებს, მთავარია, როგორ გააფორმებს. მთავარია, ვინ ითვლის და როგორ ითვლის.

პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და დემონსტრანტების დიდი უმრავლესობა, ეს ერთობლიობა დარწმუნებულია იმაში, რომ უპირატესობა ჩვენს ხელშია. დიდ წინააღმდეგობას გაუწევს საპროტესტო მოძრაობა, ძალიან დიდ მხარდაჭერაა დასავლეთიდან. თითოეული დღე, საათი, წუთი ბიძინა ივანიშვილს აკარგვინებს შერჩენილ მხარდამჭერებს, რადგან მის მხარდამჭერებში ყველა “ბნელი” არ არის. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი მომხრეების მობილიზებას, სინამდვილეში ის ახდენს თავისი მოწინააღმდეგეების მობილიზებას”,- აცხადებს ბერძენიშვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს