ნინო წილოსანი - პროცესმა ფაშისტები გამოავლინა - ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.

მისი თქმით, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მიეცეთ, რადგან „დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები“ აკლიათ.

„ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა. ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან...

ზოგადად, ადამიანებს შეცდომები მოგვდის, მაგრამ ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია...

რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ.

როდის დასრულდება ეს? ბოროტებას დასასრული არ აქვს, ყოველთვის იქნება, ამიტომ ყველას უფრო მეტი ჰუმანურობა და სიფხიზლე გვმართებს, თუ გვინდა, რომ მასზე გავიმარჯვოთ“ , - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს